ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი


სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი საბერძნეთის უმსხვილესი უნივერსიტეტია. კამპუსი მოიცავს 9 ფაკულტეტს, რომლებიც აერთიანებენ 39 სკოლას და 3 დამოუკიდებელ სკოლას. ესენია თეოლოგიის, მეცნიერებათა, მედიცინის, სტომატოლოგიური, ხელოვნების, ფილოსოფიის, ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა, საინჟინრო, საგანმანათლებლო, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და გარემოს, ვეტერინარიული მედიცინის ფაკულტეტები.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას. ეს დახმარება გულისხმობს სტიპენდიებს, საცხოვრებელ ფართს, ჯანდაცვას, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას, ინტერნეტთან კავშირს, შეღავათებს ტრანსპორტის ღირებულების გადასახადზე და ა.შ. ფინანსური დახმარება მოიცავს სტუდენტებისათვის უფასო სახელმძღვანელოებს და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების მისაწვდომობას, ხოლო ადმინისტრაციული დახმარება ძირითადად გულისხმობს სამხედრო სავალდებული სამსახურის გადავადებას ვაჟ სტუდენტებისათვის. საბერძნეთში და საზღვარგარეთ მყოფ ბაკალავრიატის ანდა მაგისტრატურის სტუდენტებს უნივერსიტეტი მუდმივად აწვდის რჩევებს და ინფორმაციას მომავალი შესაძლო დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო ერასმუსისა და სხვა ევროპული საგანმანათლებლო პროგრამების (TEMPUS, LINGUA, JEAN MONNET და ა.შ) პირველივე ეტაპებზე. ერასმუსის პროგრამა წარმოადგენს სოკრატეს პროგრამას, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების კოოპერაციას ევროპის საგანმანათლებლო სისტემასთან. კერძოდ, ის მოიცავს სტუდენტთა გაცვლას სწავლის აკრედიტებული პერიოდის განმავლობაში, ევროპულ საკრედიტო ტრანსფერულ სისტემას (ECTS), მობილობას და პედაგოგთა გაცვლას, ენობრივ ტრენინგებს სტუდენტთათვის და ა.შ.

სოფლის მეურნეობის სკოლა რისტოტელეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი სკოლაა. სკოლამ  2002 წლამდე გასცა 9 350 ხარისხის დიპლომი, 450 მაგისტრისა და 180 დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. მისი კურსდამთავრებულები დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სხვა საჯარო სამსახურებსა და ორგანიზაციებში და დიდი წვლილი შეიტანეს ბერძნული სოფლის მეურნეობის აღორძინებაში ომისშემდგომ პერიოდში. გარდა ამისა, კურსდამთავრებულების სულ უფრო მზარდი რაოდენობა საქმდება კერძო სექტორში, სხვებს კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უცხოეთის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში.

სოფლის მეურნეობის სკოლა შედგება შვიდი დეპარტამენტისა და შესაბამისი ლაბორატორიებისაგან. თითოეული მათგანი მოიცავს სპეციფიურ სამეცნიერო სფეროს და იძლევა შესაბამისი ხარისხის დიპლომს თითოეულ სფეროში. ეს შვიდი დეპარტამენტია: მეცხოველეობის დეპარტამენტი, აგროეკონომიკის დეპარტამენტი, ჰიდრავლიკის, ნიადაგთმცოდნეობის და აგროინჟინერიის დეპარტამენტი, კვების მეცნიერების და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, კულტურული მცენარეებისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, მეხილეობისა და მევენახეობის დეპარტამენტი და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი.