ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია
ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია წარმოადგენს თანამედროვე ბიოლოგიური მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც გამოიყენება კვლევაში და წარმოებაში ჯანდაცვის სფეროში.
თანამედროვე სამყაროში ბიოტექნოლოგია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგს წარმოადგენს. ჯანდაცვის სფეროში ბიოტექნოლოგიური მეთოდები უპირველეს ყოვლისა გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში და თანამედროვე კლინიკური დაიგნოსტიკაში.
ჯანდაცვის ქვეპროგრამა აძლევს სტუდენტს ფართო წარმოდგენას დარგის შესახებ, განსაკუთრებული აქცენტით გამოყენებით ასპექტებზე ქვეპროგრამის არჩევა ხდება საბაკალავრო პროგრამის ”გამოყენებითი მეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” მე-V სემესტრიდან. ქვეპროგრამა მოიცავს 7 სავალდებულო და ორ არჩევით მოდულს;
სავალდებულო: ადამიანის ბიოლოგია და პათოლოგია, იმუნოლოგია, უჯრედის სასიგნალო სისტემები, დაავადებათა ბიოლოგიური საფუძვლები, ბიომედიცინის ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, სამედიცინო მიკრობიოლოგია და ვირუსოლოგია. ფარმაკოლოგია; არჩევითი: ფიზიკური დატვირთვის ფიზიოლოგია,
ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები.
![]() |
![]() |
სწავლების მე-VII სემესტრში პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს 8-კვირიანი საწარმოო პროფესიული პრაქტიკის გავლას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ბიოლოგიის ტექნოლოგიების გამოყენებას რეალურ პირობებში და ხელს შეუწყობს პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას სტუდენტები, რომლებიც არ გაივლიან საწარმოო პრაქტიკას, ავსებენ პროფესიული პრაქტიკის კრედიტებს თავისუფალი კრედიტების ხარჯზე. სწავლების მე-VIII სემესტრი ეძღვნება სტუდენტების მიერ სამეცნიერო პროექტის შესრულებას.
დასაქმების პერსპექტივები
ქვეპროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელია შემდეგი ტიპის ორგანიზაციებში: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ლაბრატორიები კლინიკურ-სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები ექსპერტიზის სამსახურები ფარმაკოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიები




geo





