ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
აგრობიოტექნოლოგია
აგრობიოტექნოლოგია წარმოადგენს ბიოლოგიის დარგს, რომელიც ფოკუსირებულია აგროკულტურების წარმოების ყველა ასპექტზე დაწყებული მცენარეთა შეჯვარებიდან და გამრავლების მეთოდების სრულყოფიდან, დამთავრებული საკვების, საკვები ინგრედიენტების, ფარმაცევტული პრეპარატების და ნედლი მასალების წარმოებით.
![]() |
![]() |
აგრობიოტექნოლოგიის ქვეპროგრამა შედგენილია მცენარეული კულტურების და ფერმერული სისტემების განვითარებისათვის მსოფლიო სამეცნიერო მოთხოვნების შესაბამისად. წარმოების ტექნოლოგიურ ასპექტებთან ერთად მცენარეთა ბიოტექნოლოგია მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით, ხარისხის, ჯანმრთელობის, სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს. ინტერდისციპლინურობა პროგრამის მთავარი მახასიათებელია. აგრობიოტექნოლოგიის ქვეპროგრამით სწავლის პროცესში სტუდენტები შეისწავლიან: აგროკულტურების წარმოებას, ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანისა და სელექციის მეთოდებს; მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვები და არასაკვები პროდუქტების წარმოებასა და გამოყენებას; ტექნოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების იდენტიფიცირების პრინციპებს და მათი გადაჭრის გზებს; აგრომენეჯმენტის ძირითად პრინციპებს.
თეორიული ცოდნის შეძენის კვალდაკვალ, პრაქტიულ მეცადინეობებზე სტუდენტები აქტიურად იმუშავებენ სასწავლო–კვლევით ლაბორატორიებში. აგრობიოტექნოლოგიის მრავალფეროვანი კურსი მოიცავს ჯგუფურ დისკუსიებს და პრაქტიკულ გასვლებს აგრომეურნეობებში.
![]() |
![]() |
პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში საჭირო უნარები აგრარული და ბიოტექნოლოგიის სპეციალიზაციით და შეეძლებათ კომპლექსური პრობლემების ინტეგრირებული გადაწყვეტის უანრი.
დასაქმების სფეროები:
• აგრო–წარმოების მოწყობის სამსახურები;
• სახელმწიფო/კერძო კვლევითი და საკონსულტაციო სამსახურები;
• სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები;
• ექსპერტიზის სამსახურები;
• კვების მრეწველობის და სასოფლო–სამეურნეო პროფილის კერძო კომპანიები.
კურსდამთავრებულები შეძლებენ გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაში ბიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, კვების და სხვა მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებით.
![]() |
![]() |








geo





