ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ახალი სასწავლო პროგრამის მართვა

(ფაილის ჩამოტვირთვა)

ანოტაცია
ახალი სასწავლო საბაკალავრო პროგრამის “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია”  წარმატებით განხორციელების აუცილებელ პირობას მისი მართვის ეფექტური მექანიზმის არსებობა წარმოადგენს.  პროექტის საერთაშორისო  ჯგუფის მიერ შემუშავებული იქნა პროგრამული მართვის სქემა, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული პროგრამის მართვის პროცესში ჩართული ყველა მონაწილის როლი, მათი ურთიერთქმედების და ანგარიშვალდებულებების  ძირითადი პრინციპები.  ცხადია, რომ შემოთავაზებული მოდელი საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესის მართვის დადგენილ მექანიზმთან სავსებით თავსებადია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი კონკრეტულად   “გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია” პროგრამისთვის არის შემუშავებული, ვფიქრობთ, რომ მისი ძირითადი პრინციპები  და ზოგიერთი ინოვაციური ელემენტი შესაძლოა მოწონებული და გაზიარებული იქნეს ჩვენი კოლეგების მიერ,  როგორც ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის  ასევე სხვა ფაკულტეტების ფარგლებში.

მართვის წარმოდგენილი სქემის პილოტირება განხორციელდება ახალი სასწავლო პროგრამის ამოქმედებასთან ერთად.   

აღნიშნული პროგრამა ამზადებს ბაკალავრებს 3 მიმართულებით, ანუ 3 ქვეპროგრამით: ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ბიოტექნოლოგია, აგრარული ბიოტექნოლოგია და კვების ბიოტექნოლოგია. პროგრამის არსებითი სიახლეა სწავლების პროცესის აწყობა მოდულების გამოყენებით. მოდულად იგულისხმება ორი ან მეტი დისციპლინისა და მათი პრაქტიკუმების გაერთიანება ისეთ სასწავლო სტრუქტურად, რომელიც იძლევა ჯამურ კრედიტებს და, შესაბამისად, ჯამური ნიშნითაც ფასდება. პროგრამაში წარმოდგენილია სავალდებულო და არჩევითი მოდულები. სტუდენტების მიერ გარკვეული მოდულების შერჩევის საფუძველზე ხდება მათი სხვადასვა კვალიფიკაციის მოსამზადებელ ჯგუფებად დიფერენცირება.

ასეთ პრინციპებზე აწყობილი სასწავლო პროცესის მართვა მოითხოვს სპეციალური შემათანხმებელ-მაკონტროლირებელი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლის სათავეშია პროგრამის მართვის კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი – პროგრამის დირექტორი.

ქვემოთ მოცემულია პროგრამის მართვის სქემა და  შესაბამისი განმარტებები, სადაც აღწერილია ის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები და მათი უფლება - მოვალეობანი, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამის მართვის პროცესში.

პროგრამის მართვის სქემა

განმარტებები