ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ინდუსტრიასთან კავშირი

 

ინდუსტრიათან მჭიდრო კავშირი პროგრამის ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი პრიორიტეტია. ასეთ პარტნიორებად მოიაზრებიან: ჯანდაცვის, კვების,  სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და   კლინიკურ - დიაგნოსტიკური ცენტრები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები, ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურები; სანიტარიული უსაფრთხოების სამსახურები; ფარმაკოლოგიური და ფარმაცევტული საწარმოები; კვების მრეწველობისა და სასოფლო სამეურნეო პროფილის კერძო კომპანიები.

ასეთი სახის ურთიერთმომგებიანი  თანამშრომლობა  გულისხმობს: 

- დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით. განიხილება ყველა კომენტარი და რეკომენდაცია, რომელიც ეხება როგორც სასწავლო პროგრამის სტრუქტურასა და  კურსების შინაარსს,  ასევე  სწავლების მეთოდიკას.

- სტუდენტთა დროებით დასაქმებას სწავლის პროცესში სათანადო პროფილის საწარმოებსა და სამსახურებში ან კლინიკებსა და სადიაგნოსტიკო ცენტრებში აუცილებელი საწარმოო უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით,  რაც მათი შემდგომი პროფესიული განვითარების  მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს; ბაკალავრიატის სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლებიან საინფორმაციო და კვლევითი

-ტექნოლოგიებით სარგებლობის, ბიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

-ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, მათ შორის საბაკალვრო და სამაგასტრო ნაშრომების შესრულებას. 

ზემოთ აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან პოტენციური დამსაქმებლები – მეწარმეები,  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები. საბჭო ხელს შეუწყობს  უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

 

შეხვედრები მომავალ დამსაქმებლებთან – აჭარა, გურია, აგვისტო 2009