ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
Tempus-ის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12-13 იანვარი, 2010, თბილისი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებებში მონაწილეობდა პროექტის კონსორციუმის ყველა წევრი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი და სალონიკის არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც პროექტის სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა 2 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები, განიხილა ახალი საბაკალავრო პროგრამის მსვლელობის დეტალები და დასახა მისი მდგრადი განვითარების სტრატეგია. პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეხვდნენ „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“ ახალგახსნილი საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს და ესაუბრნენ სწავლების სისტემაზე აღნიშნულ უნივერსიტეტებში, სწავლის პროცესში სტუდენტთა დროებით დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პროფესიული პრაქტიკის შეფასების სისტემაზე. პრეზენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს სტუდენტთა დროებითი დასაქმების დადებით მხარეებზე. სტუმრებმა ისაუბრეს საბაკალავრო პროექტებზეც და დამსწრეთ აჩვენეს ევროპულ უნივერსიტეტებში შესრულებული პროექტების ნიმუშები. შეხვედრამ ძალიან საქმიან და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. 
12 იანვარს გაიმართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ევროკავშირის ტემპუსის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, ევროკომისიისა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, კერძო სექტორის წარმომადგენლები - პროგრამის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები კვების, აგრარული და ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით, ტელევიზიის და პრესის წარმომადგენლები და სხვ.
დამსწრეთ მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიორგი ხუბუა. მან წარმატებული უწოდა აღნიშნულ პროექტს და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიოლოგიური მეცნიერებების განვითარების საქმეში, აღნიშნა ის სასიამოვნო ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროექტს ექნება გაგრძელება „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის“ სახით, რომელიც ასევე ტემპუსის გრანტის ფარგლებში იქნება განხორცილებული.

პროექტის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა პროფ, სტივ ნილმა. მან მოკლედ ისაუბრა ძირითად მიღწევებზე და წარმატების მაჩვენებლებზე. სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. რ.ბოჭორიშვილმა, ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლ. ღლონტმა, მოწვეულმა ექსპერტებმა, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და სხვ.
შემაჯამებელ გამოსვლაში პროექტის კოორდინატორმა, დოქტ. ნინო ინასარიძემ მადლობა გადაუხადა თსუ ხელმძღვანელობას და პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისათვის პროექტის განხორციელების პროცესში.
პრეზენტაცია ფართოდ გაშუქდა მას–მედიის მიერ. თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოამზადა სატელევიზიო სიუჟეტი, პროგრამა გაშუქდა სატელევიზიო კომპანია რუსთავი 2–ის მიერ ყოველდღიურ გადაცემაში „ბიზნეს–კურიერი“, დაიბეჭდა სტატია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
პრეზენტაცია - Dr. Julie McLeod (UWE) Tbilisi, Workshop, January 2010
პრეზენტაცია - Dr.Christos Dordas, Alexios Polydoras, George Karaoglanidis (AU) Tbilisi, Workshop, January 2010
პრეზენტაცია - Dr.Egils Praulitis (UWE), Tbilisi, Workshop, January 2010
პრეზენტაცია - Prof. S.Neil, Tbilisi, Workshop, January 2010
პრეზენტაცია - Dr.PMcHale (DIT), Tbilisi, Workshop, January 2010
|
|||||||






geo





