ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
სამუშაო შეხვედრა - “კურიკულუმის შინაარსი და ხარისხის უზრუნველყოფა”
25-30 მაისი, 2009, სალონიკი
პროექტის “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით “ მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა არისტოტელეს სახ. უნივერსიტეტში, 2009 წლის 25-30 მაისს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბიომრავალაფეროვნების ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაკა მურვანიძე, დოქტორი ნინო ინასარიძე, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო ჩუბინიძე, პროფ. სტივ ნილი, პროფ. ჯული მაკლეოდი, პროფ. ჰენრი პარი, დოქტორი პოლ მატიასი, დოქტორი პატრიკ მაკჰალე, დოქტორი ქრისტოს დორდასი, პროფ. აპოსტოლოს კარალაზოსი.
შეხვედრაზე თბილისის ნინო ინასარიძემ მოახსენა მომაწილეებს პროექტის მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მაკა მურვანიძემ წარმოადგენა TSU-ს ტემპუსის ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტების საბოლოო ვერსია, კერძოდ: პროგრამის სტრუქტურა, სპეციფიკაცია, მართვა, ხარისხის უზრუნველყოფა. ნინო ჩუბინიძემ გაიმართა დისკუსიები ბოლოს შეტანილ ცვლილებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოდულის შეფასების სქემაზე და მეთოდოლოგიაზე. აგრეთვე დაიგეგმა პროგრამის მარკეტინგის შემდგომი ნაბიჯები, განხილული იქნა სარეკლამო ლიფლეტის, პოსტერის და ვიდეო –კლიპის სამუშაო ვერსიები. ევროპელი პარტნიორების მიერ გამოთქმული იქნა ბოლო კომენტარები, და მოხდა საბოლოო შეჯერება პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსზე. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს არისტოტელეს უნივერსიტეტის სასწავლო – კვლევითი ლაბორატორიები, ეწვივნენ უნივერსიტეტის ფერმას, და დაესწრნენ ექსპერიმენტალური ნაკვეთებში სამუშაოების მიმდინარეობას. შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებელებს.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა დარჩენილი სამუშაოებისა და თბილისში პროექტის შემაჯაბელი შეხვედრის დეტალები.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
პრეზენტაცია – New Bachelor Pogram “Applied Biosciences and Biotechnology” Progress overview
პრეზენტაცია – New Bachelor Pogram“Applied Bioschiences and Biotechnology” Program Structure and Content






geo





