ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

პროგრამის პრეზენტაცია თბილისის სახ. უნივერსიტეტში

13 თებერვალი, 2009, თბილისი

”მრგვალი მაგიდა -  ახალი საბაკალავრო პროგრამა”,

2009 წლის 13 თებერვალს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  გაიმართა ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია – განხილვა.

განხილვას ესწრებოდნენ დეკანი პროფ. რ. ბოჭორიშვილი, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ი. დარჩია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფ. გ. ქუთელია, თსუ სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი პროფ. ი. კალანდაძე, აგრეთვე მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ს. ცისკარიძე და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრის დროს განხილული იქნა ახალი პროგრამის სტუქტურის, მისი მართვის, შიდა მობილობის სქემებისა და ფაკულტეტის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფის მართვის საკითხები.  ი. დარჩიამ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული შიდასაფაკულტეტო ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამის მართვის სქემა უდაოდ საინტერესოა არა მარტო ფაკულტეტისათვის, არამედ ზოგადად უნივერსიტეტისათვის.

პროფ. ს. ცისკარიძემ გამოხატა დიდი ინტერესი პროგრამის მიმართ.  გამოითქვა მოსაზრება ზუსტ და საბუნებსიმეტყველო ფაკულტეტსა და სამედიცინო ფაკულტეტს პროგრამის ფარგლებში შორის შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. შედგა შეთანხმება ორ ფაკულტეტს შორის საპარტნიორო ურთიერთობის განვითარების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე. 

გაიმართა ცხარე დისკუსიები, გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამუშაოები დადებითად იქნა შეფასებული.

პრეზენტაცია – Tempus Project CD_JEP-27218-2006 (GE): Developing New Applied Biosciences and Biotechnology,  Curricula at Tbilisi State University, პროგრამის მართვა

პრეზენტაცია – Tempus Project CD_JEP-27218-2006 (GE): Developing New Applied Biosciences and Biotechnology,  Curricula at Tbilisi State University, პროგრამის სტრუქტურა
 
პრეზენტაცია – ახალი პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია", პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი
 
პრეზენტაცია – საბაკალავრო პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია", ხარისხის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებები

 

ფოტოგალერეა