ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
მესამე სამუშაო შეხვედრა - “კურიკულუმის შინააარსი”
10-13 ნოემბერი, 2008 წელი, ბრისტოლი
პროექტის “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით “ რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, ქ. Bბრისტოლი 2008 წლის 10-13 ნოემბერს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ასისტენტ პროფესორი ნანა დვალიშვილი, ასოცირებული პროფესორი მარიამ გაიდამაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნანული დორეული, დოქტორი ზურაბ ქუჩუკაშვილი, დოქტორი ელენე ჩერქეზია, დოქტორი ნინო არჩვაძე, დოქტორი ნინო ინასარიძე, პროფ. სტივ ნილი, დოქტორი ეგლის პრაულიტისი, პროფ. ჯული მაკლეოდი, პროფესორი დევიდ ვილი, პროფესორი დევიდ ლაში, დოქტორი პოლ მატიასი, დოქტორი პატრიკ მაკჰალე, დოქტორი ქრისტოს დორდასი, პროფესორი აპოსტოლოს კარალაზოსი.
ვიზიტის პირველ დღეს ქართველ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებს, მათ შორის: ხარისხის მართვის უზრუნველყოფას, სასწავლო პროცესების მართვას, მარკეტინგს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიბლიოთეკის მოწყობის სამსახურს. მონაწილეები დაესწრნენ ლექციებს, სემინარულ და ლაბორატორიულ პრაქტიკულ მეცადინეობებს, შეხვდნენ პროფესორ მასწავლებელებს და სტუდენტებს და ისაუბრეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მეორე და მესამე დღეს გაიმართა რამდენიმერ პარალელური და საერთო სესია, სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- ახალი პროგრამის სპეციფიკაცია, ახლადშემუშავებული მოდულების შინაარსი, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია, ხარისხის უზრუნვეყოფის კონცეფცია, მარკეტინგის სტრატეგია, ინდუსტრიასთან კავშირი და სტუდენტთა დასაქმების უზრუნველყოფა, საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი სწავლებისა და მართვის პროცესში, სასწავლო რესურსებით უზრუნვეყოფა და სხვ.
შეხვედრაზე თსუ-ს სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი TSU-ს ტემპუსის ჯგუფის მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა პროგრამის სპეციფიკაციას, სტრუქტურას, მართვას, ხარისხის უზრუნვეყოფას, და მარკეტინგის საკითხებს. უცხოელი პარტნიოერბის მიერ გამოთქმული იქნა შენიშვნები და კომენტარები, გაიმართა დისკუსია. მონაწილეები შეთანხმდნენ წარმოდგენილ დოკუმენტებში შესატან ცვლილებებზე. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მომავალი სამუშაოების გეგმა.
პრეზენტაცია – BSc Applied Biosciences and Biotechnology, Programme Structure
პრეზენტაცია – New Teaching Methodologies
პრეზენტაცია – Curriculum Content, Applied Biological Sciences and Biotechnology
პრეზენტაცია – TEACHING RESOURCES, IT AND LIBRARY
პრეზენტაცია – Programme Marketing & Dissemination
პრეზენტაცია – Component of Industrial Placement System Implementation


geo





