ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
ტემპუსის პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრების ტრენინგი “მოდულარი სისტემა და სწავლების მეთოდიკა ”, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი (UWE),
3-13 ნოემბერი, 2008, ბრისტოლი
პროექტის „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებით ბიომეცნიერებასა და ბიოტექნოლოგიაში“ ფარგლებში დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში (ბრისტოლი, ინგლისი) 2008 წლის 3-13 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი “მოდულარი სისტემა და სწავლების მეთოდიკა ”. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს თსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა, მათ შორის: ასოცირებული პროფესორი მარიამ გაიდამაშვილი, დოქტორი ელენე ჩერქეზია, დოქტორი ზურაბ ქუჩუკაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნანული დორეული, ასიტენტ პროფესორი ნანა დვალიშვილი, დოქტორი ნინო არჩვაძე,
ტრენინგი ეძღვნებოდა სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და სტრატეგიას, კერძოდ კი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოდულური სქემების შემუშავებას, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვას, ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებას, ინდუსტრიასთან კავშირს და სხვა.
ორი კვირის განმავლობაში პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ გამოყენებითი ბიომეცნიერებების სასწავლო პროგრამის ლექციებს, პრაქტიკულებსა და ტუტორიალებს, რათა გაცნობოდნენ მოდულური სქემების შემუშავების პრინციპებს (მოდულის შესაბამისობა სასწავლო დონესთან; მოდულების მიწოდების სტრატეგია, წინა და თანაპირობების გათვალისწინება, შეფასების სტრატეგია, და ა.შ.), აგრეთვე უახლეს სასწავლო მეთოდიკას. ტრენინგი ითვალისწინებდა ისეთი მოდულების დასწრებას, რომელთა დანერგვა პირველად იგეგმება თსუ-ში ახალი საბაკალავრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ ფარგლებში. ესენია, მაგალითად, სამეცნიერო მონაცემთა ანალიზი, ექსპერიმენტის დიზაინი და დაგეგმვა, უჯრედის სასიგნალო სისტემები, ადამიანის კვება და სხვა.
ტრენინგზე პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ UWE ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილეს სასწავლო პროცესის სხვადასხვა ასპექტი, როგორიცაა პროგრამის ადმინისტრირება (შეხვედრა დოქტორ ს. გარდლანდთან), სამეცნიერო პროექტების შესრულება (დოქტორ დ. როჯერსი), ინდუსტრიასთან კავშირი (დოქტორ ს.გომესი), სასწავლო რესურსები, ელ-სწავლება და Blackboard (დოქტორი მ.პილი და ლ. ფალკონერი), სტუდენტთა დახმარების (support) სამსახური (დოქტორ ტ.გოლდრიკი), მარკეტინგი (დოქტორ კ.ჰიქსი), ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (დოქტორ ე.პრაულიტისი).
ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სესიების მუშაობაში, რომლებიც მიეძღვნა სასწავლო კურიკულუმის სტრუქტურისა და შინაარსის და ასევე მოდულის სქემის შემუშავებას.
ტრენინგის ორგანიზებისათვის და გაწეული მასპინძლობისათვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროფ. სტივენ ნილს, ასევე დოქტორ ეგილს პრაულიტისს, დოქტორ დევიდ ლაშს და დევიდ ვილს.


geo





