ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
Erasmus Mundus სტიპენდიები
20 დეკემბერი 2011
ევროკომისიამ დაიწყო Erasmus Mundus პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.
ALRAKIS (www.alrakis.eu) ახალი კონსორციუმია, რომელსაც გიოტინგენის (გერმანია) გეორგ–აუგუსტის უნივერსიტეტი უწევს კოორდინირებას და რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედებს.
საქართველოდან კონსორციუმში მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბათუმის სახლემწიფო უნივერსიტეტი (სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი ასოცირებული პარტნიორია).
პროექტი გრძელდება 2011 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 15 ივლისამდე. შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2011 წლის 15 დეკემბერს და განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2012 წლის 15 მარტამდე.
ALRAKIS პროექტის წარდგენა მოხდება 2012 წლის 16 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც პროექტის რეგიონული კოორდინატორია.


geo





