ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

"დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში"


 

11 ივლისი, 2011

2011 წლის 16 ივლისს პროექტის – "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" – ფარგლებში ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის პროფესორ–მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრა. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას, ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.

შეხვედრის დასასრულს სტუდენეტებს გადაეცათ სერთიფიკატები „დავასუფთაოთ საქართველოს“ კამპანიის ფარგლებში 2011 წელს ჩატარებულ დასუფთავრბის აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის.

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"-ს მიერ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ფინანსური sida-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) უზრუნველყოფით.