ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

პეტრე ქომეთიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია


 

4 ივნისი, 2011

2011 წლის 4 ივნისს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოქიმიის მიმართულებაზე  ჩატარდა სტუდენტთა, მაგისტრთა და ახალგაზრდა მეცნიერთა II სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ბიოქიმიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს პეტრე ქომეთიანის ხსოვნას.  „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“ პროგრამის სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო მოხსენებები წარუდგინეს.