ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ბიოლოგიის და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებული V რესპუბლიკური სამეცნიერო სიმპოზიუმი: “გუშინ, დღეს, ხვალ”.

 

4–5 ივნისი, 2011
ა.წ. 4 და 5 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ბიოლოგიისა და მედიცინის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებული V რესპუბლიკური სამეცნიერო სიმპოზიუმი: “გუშინ, დღეს, ხვალ”. სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: მ.ბეგიაშვილი, მ.ზუხბაია, ლ.ლეკიაშვილი, მ.ოსეფაშვილი, დ.პაპუკაშვილი, ნ.რჩეულიშვილი, ს.შუღლაძე, ც.ჩიტიაშვილი, თ.ჯანელიძე, ვ.ჯიჯიაშვილი, რომლებიც ზეპირი მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ სიმპოზიუმის მონაწილეთა წინაშე. მოხსენებებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსიები ცალკეული თემის გარშემო, მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება პოლემიკურ საკითხებზე. სიმპოზიუმის მუშაობის შედეგები შეაჯამა ღონისძიების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიანა ძიძიგურმა. მან ხაზი გაუსვა ამგვარი ახალგაზრდული სამეცნიერო ღონისძიებების მნიშვნელობას სტუდენტთა და უფროსკლასელ მოსწავლეთა მეცნიერული ცნობიერების ამაღლებაში, არგუმენტირებული და დასაბუთებული მსჯელობის, საკუთარი პოზიციის დაცვის უნარ–ჩვევების გამომუშავების საქმეში.