ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია “დავასუფთაოთ საქართველო” კამპანიის ფარგლებში
27 მარტი, 2011
2011 წლის 27 მარტს “დავასუფთაოთ საქართველო” კამპანიის ფარგლებში ჩატარდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, რომელშიც აქციის ორგანიზატორებთან, მოხალისეებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის" და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები.
თბილისის ზღვის დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო –საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”.
დასუფთავების აქციის დროს დასუფთავდა 8 ჰა ფართობი, შეგროვდა 2 კუბური მეტრი ნარჩენი, რომელიც “თბილსერვისის” მიერ გატანილ იქნა ნაგავსაყრელზე.
პროექტი მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
|
|
![]() |
![]() |






geo





