ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

პროფ. სტივენ ნილის  (დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი) ლექცია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის

4 მარტი, 2011


ამა წლის 3-6 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (ქ. ბრისტოლი) პროფესორს, სტივენ ნილს. 4 მარტს, ბ-ნი სტივენ ნილი შეხვდა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და წაუკითხა მათ ლექცია თემაზე: „როგორ ეწინააღმდეგებიან მცენარეები გვალვასა და დაავადებებს“ ლექცია მოიცავდა მცენარეული ორგანიზმების დაცვით რეაქციებს სხვადასხვა გამღიზიანებელზე, კერძოდ, გაშუქებულ იქნა აზოტის ოქსიდის, როგორც ენდოგენური სიგნალის, წამყვანი როლი მცენარის ბაგეების გახსნა-დახურვის პროცესში. სტუმარმა აღწერა და ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლის შესრულებაში აქტიურად არიან ჩართული დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის  სტუდენტები. გაიმართა დისკუსია თემის ირგვლივ. თსუ-ს სტუდენტები  განსაკუთრებით დაინტერესდნენ მათი თანატოლების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტული სამუშაოებით და ამ კვლევითი საქმიანობის შედეგების პრაქტიკული გამოყენებით სოფლის მეურნეობაში.