ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

სამუშაო შეხვედრა – კურიკულუმის სტრუქტურა

7-10 მაისი,  2008, დუბლინი

პროექტის “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით “ მეორე სამუშაო  შეხვედრა გაიმართა დუბლინის ტექნოლოგიების ინსიტუტში, 2008 წლის 7-10 მაისს.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ:  ასისტენტ-პროფესორი  მარინე შენგელია, ასოცირებული პროფესორი დავით გამრეკელი, დოქტორი ნინო ინასარიძე, პროფ. სტივ ნილი,  დოქტორი ეგლის პრაულიტისი, პროფ. ჯული მაკლეოდი,  დოქტორი პოლ მატიასი,  დოქტორი პატრიკ მაკჰალე, დოქტორი ქრისტოს დორდასი, პროფესორი აპოსტოლოს კარალაზოსი.

 

შეხვედრაზე მ. შენგელიამ და დ. გამრეკელმა წრმოადგინეს თსუ-ს ტემპუსის ჯგუფის მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა პროგრამის სტრუქტურისა და მისი მართვის საკითხებს. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული სწავლების სხვადასხვა დონეზე  მოდულარი სქემის პრინციპები. ასევე განხილული იქნა  პროგრამის მართვის ის აუცილებელი ცვლილებელი, რაც მის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. უცხოელი კოლეგების მიერ გამოთქმული იქნა შენიშვნები და კომენტარები,  რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მომავალი სამუშაოების გეგმა. Mმეორე დღეს შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ დუბლინის ტექნოლოგიების ინსიტუტუტის სასწავლო-კვლევით  ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, და დასწრებოდნენ სასწავლო პროცესს.

 

პრეზენტაცია – Tempus Project CD_JEP-27218-2006 (GE): Developing New Applied Biosciences and Biotechnology Curricula at Tbilisi State University

ფოტოგალერეა