ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საკუთარი „სტუდენტური ბლოგი“ ექნებათ
10 იანვარი, 2011 წელი
„გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით და პროექტის საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინატორის, მ. ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მუშაობა სტუდენტური ბლოგის შესაქმნელად. პროგრამის სტუდენტები აქტიურად ხვეწენ ბლოგის დიზაინს. ბლოგის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სტუდენტთათვის საინტერესო თემების, ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის, აგრეთვე სხვა მეცნიერებათა მიღწევების გაშუქება და აზრთა ურთიერთგაცვლა; გაიმართება დისკუსიები აქტუალურ თემებზე; მოხდება სტუდენტური ცხოვრების და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განხილვა, ახალი ღონისძიებების დაგეგმვა. სტუდენტების სურვილია აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართვა ახალ ბლოგში. ისინი იმედოვნებენ, რომ ბლოგი მალე გახდება პოპულარული მათ თანატოლებს შორის და ამ ინიციატივას ფაკულტეტის სხვა პროგრამის სტუდენტებიც გაიზიარებენ.


geo





