ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ბაზაზე დაფუძნდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე

21 დეკემბერo, 2010

2010 წლის 21 დეკემბერს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მართვის კომიტეტის წევრები შეხვდნენ სტუდენტებს. შეხვედრაზე განიხილეს საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო წრის დაფუძნების საკითხი. სამეცნიერო წრის ხელმძღვანელობა დაევალა პროგრამის მართვის კომიტეტის წევრს ნ. დვალიშვილს. დაისახა კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები. სამეცნიერო წრეში გაერთიანებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ექსპერიმენტული კვლევები ჩაატარონ პროგრამის ბაზაზე არსებულ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში და სათანადო დონეზე შესრულებული ნაშრომებით წარსდგნენ სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმზე.