ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

პროგრამის მართვის კომიტეტის სხდომა

16 ნოემბერo, 2010

სამშაბათს, 16 ნოემბერს, ჩატარდა „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის მართვის კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სტუდენტთა მიერ სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ნ. ინასარიძე, ბიოლოგიის მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნ. დორეული, ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი ე. ჩერქეზია, კვების ბიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი ზ. ქუჩუკაშვილი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი, ტუტორი ნ. არჩვაძე,  მოდულების ხელმძღვანელები დ. გამრეკელი, მ.მურვანიძე, ნ. დვალიშვილი და სტუდენტური წარმომადგენლობის წევრები მარიამ ოსეფაშვილი და მარიკა ბეგიაშვილი.

სხდომამ განიხილა  მოდულების სწავლებასთან, შუალედურ გამოცდებთან, სტიპენდიების ფონდთან,    დამატებითი (Minor) სპეციალობის  და ზოგიერთი საგნის გაღრმავებულ სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. სტუდენტებმა ისაუბრეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კომიტეტის წევრებს გააცნეს თავიანთი ხედვა ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე, გამოთქვეს კონკრეტული სურვილები სწავლა/სწავლების პროცესში შესატან ზოგიერთ ცვლილებაზე. მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა.

მენეჯმენტის კომიტეტმა სტუდენტებს განუმარტა მათთვის საინტერესო საკითხები; აღუთქვა, რომ მათ მოსაზრებებსა და სურვილებს მიაწოდებს სასწავლო პროცესში ჩართულ პერსონალს; დასახა ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებები.