ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

 „გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“  საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!

 

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

გთხოვთ გაიაროთ თსუ–ს მიერ დადგენილ ვადებში  ადმინისტრაციული  რეგისტრაცია (,,თი-ბი-სი” ბანკის, ბანკ ,,რესპუბლიკისა” და „ლიბერთი“  ბანკის ნებისმიერ ფილიალში სწავლების საფასურის გადახდის), რის  შემდეგაც  შეგეძლებათ აკადემიური რეგისტრაცია - ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფორმირება ,,სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში” საგნების არჩევის გზით.

სტუდენტს, რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას დადგენილ ვადებში შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ქ-ნ ნინო არჩვაძეს, აკადემიური მრჩეველი, ტელ: 303780; 
ქ-ნ ცირა ოქრიაშვილს (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი) ტელ: 303692;