ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
პირველკურსელთა საყურადღებოდ!
„გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
ძვირფასო პირველკურსელებო! პირველ რიგში გულწრფელად გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას თქვენი პროფესიული განვითარების გზაზე.
ბიოლოგიის მიმართულების აკადემიური პერსონალი მოუთმენლად ელის თქვენთან შეხვედრას, რათა ერთად გავიაროთ სწავლის რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა. გვჯერა, რომ ჩვენთან მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის სისწორეში.
სწავლის დაწყებამდე თქვენ უნდა გაიაროთ ადმინსტრაციული და აკადემიურ რეგისტრაცია გთხოვთ თვალი მიადევნოთ თსუ მიერ დადგენილი ვადებს და ყურადებით გაეცნოთ რეგისტრაციის წესებს. შეგახსენებთ, რომ პირველკურსელი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.
თსუ -ს პირველკურსელთა რეგისტრაციის წესი.
http://www.tsu.edu.ge/ge/studentebs/faq/opks9mc4-k0aclcpa
სწავლის დაწყებამდე ჩვენ ჩავატარებთ ღია კარის დღეს, რომლის დრო და ადგილი გამოქვეყდნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე ჩვენი პროგრამის ვებ-გვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
ქ-ნ ნინო არჩვაძეს, აკადემიური მრჩეველი, ტელ: 303780;
ქ-ნ ცირა ოქრიაშვილს (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი) ტელ: 303692;


geo





