ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

 

სტუდენტური წარმომადგენლობის არჩევა
21 მაისი, 2010

გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამის სტუდენტების მიერ დასახელდა 3 კანდიდატურა პროგრამის მართვის კომიტეტის სტუდენტურ წარმომადგენლობაში: მერაბ ზუხბაია, მარიკა ბეგიაშვილი და მარიამ ოსეფაშვილი. პროგრამის მენეჯმენტის დამტკიცებული სქემის შესაბამისად  მათ განესაზღვრათ უფლება-მოვალეობები და დაევალათ:
1. წარმოადგინონ  ერთიანი შეჯერებული მოსაზრებები სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
2. შეიმუშავონ სასწავლო პროცესის სრულყოფის საკუთარი ხედვა
3. წარმოადგინონ აღნიშნული საკითხები პროგრამის მართვის კომიტეტში განსახილველად  მიმდინარე აკადემიური წლის ბოლომდე.
პროგრამის მართვის კომიტეტი თავის მხრივ უზრუნველყოფს სტუდენტების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებების განხილვას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.