ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
პირველი სამუშაო შეხვედრა
22-23 იანვარი, 2008, თბილისი
პროექტის “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით “ პირველი სამუშაო შეხვედრის გაიმართა თბილისში 2008 წლის 22-23 იანვარს, სასტუმრო “ვერე პალასში”.
პროექტის სამუშაო ჯგუფთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერისტეტის, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის, საქართველოში ევროკომისიისა და ტემპუსის პროგრამის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის პირველ დღეს გაიმართა პროექტის ოფიაციალური პრეზენტაცია.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და როლს უნივერსიტეტის განვითარების საქმეში, და იმედი გამოთქვა რომ პროექტის სამუშაო ჯგუფი წარმატებით გაართმევდა თავს დასახულ ამოცანებს. მონაწილეებს მიმართა აგრეთვე საქართველოში ტემპუსის პროგრამის ეროვნულმა კოორდინატორმა ქ-ნა თამარ წულუკიძემ, რომელმაც ისაუბრა ტემპუსის პროგრამის მიზნებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი პროფ. რ. ბოჭორიშვილი, პროექტის მოწვეული ექპსერტები პროფ. ჰენრი პარი (დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი) და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქ-ნი ნინო ჩუბინიძე.
პროექტი დეტალურად წარადგინა პროექტის ხელმძღვანელმა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორმა სტივ ნილმა და პროექტის კოორდინატორმა, ბ.მ.დ ქ-მა ნინო ინასარიძე.
მეორე დღეს პროექტის ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა ახალი საბაკალვრო პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ, დასახული იქნა კონკრეტული ამოცანები და გეგმები.
პრეზენტაცია – "Biosciences at UWE"
პრეზენტაცია – "QUALITY ASSURANCE in UK HIGHER EDUCATION"
პრეზენტაცია – BIOLOGICAL SCIENCES AT TSU
პრეზენტაცია –The TSU-UWE-DIT-AU Curriculum Development Project in Biosciences
პრეზენტაცია – Agricultural biotechnology
პრეზენტაცია – DUBLIN INSTITUTE OF TECHNOLOGY





geo





