ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
სასწავლო ლაბორატორიები
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების პროგრამის ყველა ქვემიმართულებას (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, აგრობიოტექნოლოგია, კვების ბიოტექნოლოგია) მოემსახურება სასწავლო ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი აპარატურით.
აღნიშნულ ლაბორატორიებში მოხდება ისეთი თანამედროვე მეთოდების სწავლება როგორიცაა: პჯრ-(PCR) - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი; უჯრედების კულტივირება და სხვადასხვა უჯრედულ კულტურებზე მუშაობა; HPLC - მაღალი წნევის თხევად ქრომატოგრაფზე და სხვა ქრომატოგრაფიულ სისტემებზე მუშაობა, მათი გამოყენება როგორც სამედიცინო - ფარმაცევტული დანიშნულებით, ასევე აგრარული და კვებითი ბიოტექნოლოგიების კუთხით. ლაბორატორიებში სტუდენტები გათვიცნობიერდებიან გენეტიკურ - მოლეკულური ბიოლოგიის კვლევის მეთოდებში, მათ მიერ ათვისებული იქნება სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური, იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიურ-მორფოლოგიური და სხვა დიაგნოსტიკური მეთოდები. აგრეთვე სტუდენტები იმუშავებენ მიკრობიოლოგიური და ბიოტექნოლოგიური კვლევის მეთოდებთი.
სწავლების გარკვეულ ეტაპზე, სტუდენტები ცალკეულ ქვეპროგრამით (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, აგრობიოტექნოლოგია, კვების ბიოტექნოლოგია) კონკრეტულად დახელოვნდებიან ლაბორატორიული მუშაობის ვიწრო მიმართულებით და აითვისებენ სპეციფიკურ მეთოდებს, რაც მათი პროფესიული განვითარების და შემდგომი დასაქმების საწინდარია.



geo





