ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
გზამკვლევი პედაგოგებისათვის
საბაკალავრო პროგრამა
“გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია”
1. მოდულის სპეციფიკაციის ფორმა
2. აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარი
3. სტუდენტთა მიერ მოდულის შეფასების კითხვარი
4. მოდულის ხელმძღვანელთა ანგარიშის ფორმა
5. მოდულის შიდა კალენდარული გეგმის ნიმუში
ანოტაცია
მოცემული გზამკვლვევი დაეხმარება პროგრამაში ჩართულ პერსონალს წარმართოს თავისი საქმიანობა პროგრამის მართვის სქემის მიხედვით და პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნილების შესაბამისად.
გზამკვლევი შემუშავებულია ორ ძირითად დოკუმენტზე დაყრდნობით: “პროგრამის მართვა ” და “სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის სტრატეგია”. მასში შეჯამებული სახით არის წარმოდგენილი მოდულის ხელმძღვანელების, ლექტორების და პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების პედაგოგთა მოვალეობები. გზამკვლევს თან ერთვის სამუშაო დოკუმენტები: მოდულის სპეციფიკაციის ფორმა (დანართი 1);
აკადემიური პერსონალის შუალედური და საბოლოო თვითშეფასების კითხვარი. თვითშეფასების ფორმებს პროფესორ-მასწავლებლები ავსებენ სილაბუსის მიხედვით, კერძოდ, ისინი ხელმძღვანელობენ “მიზნებისა და ამოცანების” და “მოსალოდნელი შედეგების” აღწერილობით. ამგვარი თვითშეფასების ფორმები, ისევე როგორც სტუდენტთა კითხვარები, უნდა ივსებოდეს ორჯერ: მოდულის დაწყებიდან დაახლოებით 6 კვირის შემდეგ – მოდულის მიმდინარეობისას წამოჭრილი პრობლემების გამოსავლენად (შუალედური ფორმები) და მოდულის დასრულების შემდეგ (საბოლოო ფორმები) (დანართი 2);
სტუდენტთა მიერ მოდულის შეფასების კითხვარი. მოდულის შეფასების კითხვარი ივსება სტუდენტების მიერ მოდულის დასრულების შემდეგ. (დანართი 3);
მოდულის ხელმძღვანელთა ანგარიშის ფორმა. მოდულის ანგარიში ივსება მოდულში მონაწილე აკადემიური პერსონალის მიერ მოდულის ხელმძღვანელის კოორდინაციით. (დანართი 4);
მოდულის შიდა კალენდარული გეგმის ნიმუში. მოდულის შიდა კალენდარული გეგმაში განსაზღვრულია მოდულის მსვლელობისას სალექციო და სემინარული მეცადინეობების სქემა–განრიგი. (დანართი 5).
მოდულის ხელმძღვანელის მოვალეობები:
1. მოდულის სპეციფიკაციის შემუშავება;
2. შემუშავებული სპეციფიკაციის საფუძველზე ლექტორების მიერ შედგენილი სილაბუსების განხილვა, საბოლოო ვერსიის შემუშავება და პროგრამის მართვის კომიტეტისათვის წარდგენა.
3. მართვის კომიტეტის მიერ მოდულის სპეციფიკაციის დამტკიცების შემდეგ,
მოდულის შიდა კალენდარული გეგმის შედგენა მოდულში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებთნ ერთად;
4. პროგრამის მართვის კომიტეტის მიერ მოდულის სპეციფიკაციის დამტკიცების შემდეგ, მოდულის მასალების (მათ შორის, შეფასების ფორმების) განთავსება პროგრამის ვებ-გვერდზე;
5. მოდულის მსვლელობის კოორდინაცია და მისი შეუფერხებელი მოქმედების კონტროლი. კონტროლისათვის გამოიყენება სტუდენტთა სავალდებულო შუალედური გამოცდის მონაცემები, სტუდენტთა მიერ მოდულის შეფასების კითხვარები, პროფესორ-მასწავლებელთა მიერ შევსებული თვითშეფასების შუალედური ფორმები, ლექტორების მიერ შედგენილი სტუდენტთა შეფასების ფორმები;
6. მოდულის დამთავრების შემდეგ მოდულის ანგარიშის ფორმის (დანართი 4) შევსების კოორდინირება და წარდგენა კომიტეტისთვის.
ლექტორის მოვალეობები:
1. მოდულის სილაბუს(ებ)ის მომზადება და მათი მიწოდება განსახილველად მოდულის ხელმძღვანელისათვის.
სილაბუსის მომზადებისას, სასურველია, მოდულის ხელმძღვანელმა გაითვალისწინოს და მიუთითოს აქტიური და პასიური სწავლების პერიოდების მონაცვლეობა. რეკომენდებულია პასიური სწავლების, იგივე ლექციის, პერიოდი არ აღემატებოდეს ერთ აკადემიურ საათს, რასაც უნდა მოსდევდეს აქტიური სწავლების პერიოდი (ტუტორიალი);
- აქტიურ სწავლებაში იგულისხმება სწავლების ინტერაქტიული ფორმა: სტუდენტებს ეძლევათ სხვადასხვა დავალება, რომლებიც წინდაწინ არის მომზადებული სალექციო მასალის მიხედვით. სწავლების დონის გათვალისწინებით, დავალებები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის – ამოცანები, კითხვარები, კროსვორდები, რებუსები და ა.შ. აქტიური სწავლების პერიოდი უნდა უტოლდებოდეს ან ჭარბობდეს პასიური სწავლების (იგივე ლექციის) პერიოდს. რეკომენდებულია სწავლების ამ ორი ფორმის ხანმოკლე (20 - 30 წუთიანი) პერიოდების მონაცვლეობაც. მაგალითად, თუ მეცადინეობისათვის გამოყოფილია 2 აკადემიური საათი, თითოეული საათის პირველი 20 წუთი ეთმობა ლექციას (დროის 20-წუთიან მონაკვეთს ყურადღების კონცენტრირების მაქსიმალურ პერიოდად მიიჩნევენ), ხოლო შემდგომი 30 წუთი – აქტიურ სწავლებას.
2. სალექციო მასალის ვიზუალური ფორმატით მომზადება, რისი მიღწევაც შესაძლებელია ლექციების დროს PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციების გამოყენების გზით. სასურველია ასევე პრეზენტაციებში ანიმაციური ან ვიდეო მასალების გამოყენება;
3. შუალედური და საბოლოო გამოცდების ფორმების (ბილეთის ნიმუში სათანადო კომენტარებით, ტესტის ნიმუში), ძირითადი თემების და შეფასების სქემის (სათანადო ინდიკატორების) მითითებით მომზადება და წარდგენა მოდულის ხელმძღვანელისათვის;
4. პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების მასწავლებლებთან ერთად მოდულის შიდა განრიგის (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) და სტუდენტთა შეფასების შეჯერებული სქემის შემუშავება.
5. ყოველი ლექციის დაწყებამდე (არა უგვიანეს ერთი კვირისა) სალექციო მასალის ან/და შესაბამისი დამხმარე მასალის (მაგ. PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციის) განთავსება პროგრამის ვებ-გვერდზე. შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია მასალის ამობეჭდილი სახით მიწოდება სტუდენტებისათვის;
6. მონაწილეობა მოდულის საბოლოო ანგარიშის ფორმის შევსებაში.
პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების მასწავლებლების მოვალეობები:
1. ლექტორთან ერთად მოდულის შიდა განრიგის (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) და სტუდენტთა შეფასების შეჯერებული სქემის შემუშავება;
პრაქტიკულ მეცადინეობებზე და აქტიური სწავლების პერიოდში სასურველია კოოპერაციული სწავლების დანერგვა, რაც გულისხმობს სტუდენტთა დაყოფას 4-5 წევრიან ჯგუფებად და დავალებების მიცემას ჯგუფებისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კოოპერაციული სწავლების შემოღება მოითხოვს გარკვეულ ცვლილებების შეტანას შეფასების სქემაში, რაც თავიდან უნდა გაიწეროს ლექტორის და პრაქტიკული მეცადინეობის მასწავლებლის მიერ.
2. ყოველ მეცადინეობაზე სტუდენტების საჭირო დამხმარე ლიტერატურული ან სხვა მასალებით (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) უზრუნველყოფა.
3. მონაწილეობა მოდულის საბოლოო ანგარიშის მომზადებაში.
სასურველია, პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების მასწავლებლების მიერ სტუდენტების სამუშაო რვეულის შემუშავება. სტუდენტების სამუშაო რვეულში შესაძლებელია შეტანილ იქნას პრაქტიკულ/სემინარულ მეცადინეობაზე განსახილველი თემის მოკლე ლიტერატურული მიმოხილვა, ექსპერიმენტული მეთოდის აღწერა (პროტოკოლი), სტუდენტთა თვითშეფასების კითხვარი და ა.შ.


geo





