ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ხარისხის მართვა და ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი დებულებები

(ფაილის ჩამოტვირთვა)

პროგრამის ხარისხის მართვის საპილოტე სქემა

(“გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია”)

  • ხარისხის მართვა და უზრუნველყოფის პროცესები ბიოლოგიის მიმართულებაზე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებული მოქმედებით   ხორციელდება და გულისხმობს მიმართულების ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფას ყველა დონეზე
  • ხარისხის უზრუნველყოფაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ კადრებს (აკადემიური პერსონალი, სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელობა, ბიობლიოთეკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურე პერსონალი და ა.შ), რომლებიც ვალდებულნი არიან მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ხარისხის მართვას და იზრუნონ მის განვითარება/გაუმჯობესებაზე
  • ხარისხის მართვა და უზრუნველყოფა მოითხოვს ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმების და ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის შემუშავებას პროგრამის მართვის სტრუქტურიდან და დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე

 

ხარისხის სამსახურის სტრატეგია ახალი პროგრამის ძირითადი ელემენტების გათვლისწინებით:

  • მოქნილი, ეკონომიური, სტუდენტთა დასაქმებაზე, შედეგზე ორიენტირებული
  • წარმოადგენს სასწავლო კურსებისა და მოდულებისგან კონსტრუირებულ მთლიანობას
  • მრავალფეროვანია (3 მიმართულება)
  • ითვალისწინებს ცოდნის საფეხურებრივ განვითარებას

 

რა ინსტრუმენტებით/საშუალებებით ვამოწმებთ?

  • საგანმანათლებლო კურსების (მოდულების) სილაბუსების  პრეზენტაცია-განხილვა
  • მოდულების თავსებადობის ((ვერტიკალურ (I-IV დონებს შორის) და ჰორიზონტალურ (ერთ დონეზე) ჭრილებში)) მონიტორინგი: კურიკულუმში მოდულების ადგილის განსაზღვრა მათი წინაპირობების და დაუშვებელი კომბინაციების გათვალისწინებით. მოდულის სპეციფიკაციის დოკუმენტების შეფასება/რევიზია.
  • პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტთა დასაქმებაზე ორიენტირებულ გრძელვადიან სტაჟირებას სათანადო პროფილის საწარმოებში, ან კლინიკებსა და სადიაგნოსტიკო ცენტრებში, ამასთან დაკავშირებით მოხდება სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და სტუდენტთა სტაჟირების მონიტორინგი
  • სტუდენტთა  გამოკითხვის შესაბამისი ფორმების შემუშავება (სტაჟირებაგავლილი სტუდენტებისთვის ცალკე დამატებიტი კითხვარი),  სტუდენტთა გამოკითხვა და მიღებული შედეგების ანალიზი
  • აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარების შემუშავება, მოდულით დასახული მიზნების და სტუდენტთა ცალკეულ ჯგუფთან მიღწეული შედეგების აკადემიური პერსონალის მხრიდან კეთილსინდისიერი შეფასება 
  • კონკრეტული სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსის გათვალისწინებით სტუდენტთათვის კითხვარების შემუშავება, შევსებული კითხვარების გაანალიზება მოდულის ლიდერის მიერ და აქტუალური საკითხების დროული  განხილვა
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეფასების პროცედურების განსაზღვრა, აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პერიოდული რევიზია, ლაბორატორიებში სამეცნიერო აპარატურასთან და საექსპერიმენტო ობიექტებთან სტუდენტთა ურთიერთობის ნორმების შემუშავება და ამ ნორმების დაცვის მონიტორინგი.

 

ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები, სამოქმედო წესები

ხარისხის უზრუნველყოფა მოდულების დონეზე:

მოდულის ხარისხზე პასუხისმგებელია მოდულის ლიდერი, რომელიც არის ამა თუ იმ მიმართულების (დარგის) წარმომადგენელი.

მიმართულების ხელმძღვანელები, მოდულის ლიდერებთან ერთად მონაწილეობენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობაში, რაც გამოიხატება მოდულის ხელმძღვანელთა წლიური საანგარიშო მოხსენების წარდგენით (შესრულებული დადგენილი წესების დაცვით).

მოდულების ლიდერები, სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიების (Iთ-ის) გამოყენებით, ახდენენ მოდულის მუშაობის ამსახველი მასალის გავრცელებას, რითაც სტუდენტებს უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით.

მოდულების საანგარიშო მოხსენებებში ჩართული იქნება სტუდენტთა აკადემიური მოსწრების სტატისტიკური მაჩვენებლები და შედეგების ანალიზი. მიმართულებათა ხელმძღვანელები დეტალურად გააანალიზებენ ცალკეული მოდულის მუშაობის ხარისხს და წლიურ ანგარიშს ჩააბარებენ პროგრამის მართვის კომიტეტს.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მეშვეობით წარუდგენს ადმინისტრაციას ანგარიშს, სადაც აღნიშნავს საქმიანობის დადებით პრაქტიკულ შედეგებს და მიუთითებს საკვანძო პრობლემურ საკითხებზე.

ხარისხის უზრუნველყოფა ქვეპროგრამების დონეზე

ქვეპროგრამათა ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან ქვეპროგრამების ხარისხზე და სტუდენტთა ხელშეწყობაზე.

ქვეპროგრამების საკითხის განხილვა უნდა ხდებოდეს ხარისხის მართვის სამსახურის ყოველწლიურ, წინდაწინ დაგეგმილ შეხვედრებზე და ანგარიში უნდა ბარდებოდეს პროგრამის მართვის კომიტეტს.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის და პროგრამის მართვის კომიტეტის პრეროგატივაა უზრუნველყოს თითოეული ქვეპროგრამის აღმასრულებელი სტრუქტურების მიერ ფაკულტეტის/მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება.

პროგრამის მართვის კომიტეტი განიხილავს აგრეთვე სტუდენტთა დახმარებისა და ხელმძღვანელობის საკითხებს. ამ საკითხთა შორის განიხილება აგრეთვე სტუდენტთა ტუტორების და დასაქმების სამსახურის უფროსის ინფორმაციები და რეკომენდაციები. საუბარია იმ სასწავლო პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს სამრეწველო პრაქტიკას.

ქვეპროგრამათა ხელმძღვანელები, ჩატარებული ღონისძიებების ანალიზის საფუძველზე, გამოყოფენ საქმიანობის დადებით მხარეს და საკვანძო პრობლემურ საკითხებს. ქვეპროგრამათა ლიდერები აღნიშნულ ანაგარიშს ფაკულტეტის/მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მეშვეობით წარუდგენენ ადმინისტრაციას.

რეკომენდაციები და აქტივობები

მოდულების და ქვეპროგრამის ლიდერების ანგარიშების საფუძველზე მუშავდება  რეკომენდაციები, რომელთა განხილვას,  გათვალისწინებას და ჩართვას სამოქმედო გეგმებში მიმწოდებლები (მოდულის/ქვეპროგრამა/პროგრამა ლიდერები) დადგენილი წესების დაცვით განიხილავენ მომდევნო სასწავლო წლის მიმდინარე შეხვედრებზე.

შიდა აუდიტი

აკადემიური აღმასრულებელი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია პროგრამების მართვის კომიტეტებით ყოველწლიურად ჩაატარებს შიდა აუდიტს, რომელსაც უხელმძღვანელებს მიმართულების ხარისხის მართვისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი. ეს უკანასკნელი ანგარიშს წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის ადმინისტრაციას და ფაკულტეტის საბჭოს. ხარისხის მართვისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი მოამზადებს ოფიციალურ ანგარიშს და წარუდგენს მას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

შიდა აუდიტორები

აკადემიური ხარისხისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი

დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესების მართვის საქმეში

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე (არჩევითი თანამდებობა)

მოდულარული სწავლების სამსახურის ხელმძღვანელი

დარგის (მიმართულების) ხელმძღვანელები

წლიური ანგარიშის განრიგის სავარაუდო სქემა

სტუდენტების შესახებ ინფორმაცია - მაისი                                 
მოდულების საანგარიშო მოხსენებები - ივნისი                             
პროგრამის/ქვეპროგრამების ხელმძღვანელის მოხსენება – ივლისი
საკვანძო პრობლემური საკითხების შესახებ მოხსენება -  სექტემბერი
მიმართულების დაგეგმვის სამსახურის  მოხსენება   -  ოქტომბერი
პროგრამის მართვის კომიტეტის მოხსენება – ოქტომბერი
მიმართულების/ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შიდა აუდიტის ჩატარება  -  ნოემბერი
მიმართულების/ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში -  ნოემბერი
საანგარიშო მოხსენება ფაკულტეტის საბჭოს წინაშე   - დეკემბერი