ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ახალი სასწავლო პროგრამის მართვა

(განმარტებები)

პროგრამის მართვის კომიტეტი

შემადგენლობა:

  • პროგრამის დირექტორი
  • მიმართულების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
  • კვების ბიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი
  • აგრობიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი
  • ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი
  • IT და სასწავლო მასალით უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსი
  • სტუდენტური წარმომადგენლობა

პროგრამის მართვის კომიტეტი

მოვალეობები:

  • ზედამხედველობა 3 აკადემიური ქვეპროგრამის მართვაზე
  • ზედამხედველობა მოდულების მართვაზე
  • ახალი მოდულების დანერგვა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანა
  • ახალი მოდულების შემოღების შესახებ მოსაზრებებისა და არსებულ მოდულებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების განხილვა
  • მომზადებული მოდულებისა და მოდულებში შესატანი ცვლილებების მიღება რატიფიცირებისათვის
  • პროგრამის წარმატებული მუშაობის მართვა
  • ზედამხედველობა პროგრამის განვითარებაზე და პროგრამაში შესატანი ცვლილებების დამტკიცებაზე უნივერსიტეტის შიდა აღიარებისა და დამტკიცების პროცედურების შესაბამისად.

პროგრამის დირექტორი

პროგრამის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნას ისეთი სრული ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც ჩართულია რომელიმე მოდულში და უნარი აქვს დაამყაროს საქმიანი კონტაქტები სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად. არჩევა უნდა ხდებოდეს 2-3 წლით.

პასუხისმგებლობები:

  • მეთვალყურეობა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში შესული მოდულების დროულ თეორიულ მომზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე და მათ შეთანხმებულ ფუნქციონირებაზე;
  • შეფასების სისტემის ერთიანობასა და პერიოდულ სრულყოფაზე;
  • მეთვალყურეობა სტუდენტების საწარმოო პრაქტიკაზე განაწილების განხორციელებაზე; სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად ის უკავშირდება რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ სათანადო დაწესებულებებს და დებს მათთან შესაბამის ხელშეკრულებებს;
  • რეგულარული შეხვედრები როგორც სასწავლო დონის ხელმძღვანელებთან და ცალკეული მოდულების ხელმძღვანელებთან, ასევე ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან, რათა უზრუნველყოს პროგრამის წარმატებული და შეუფერხებელი მოქმედება.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი:

პასუხისმგებლობები:

  • სასწავლო პროგრამების პერიოდული გადამოწმება თსუ-ს ხარისხის სამსახურის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე
  • სასწავლო პროგრამების შეფასების კრიტერიუმების დახვეწა ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით
  • სასწავლო კრედიტების სწორი გამოყენების უზრუნველყოფა
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება  


ა) სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა
ბ) თსუ-ს ხარისხის სამსახურის მიერ შემუშავებული სტუდენტთა შეფასების მეთოდების მოდიფიცირება ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით
გ) მეთვალყურეობა შეფასების პროცედურების სწორ წარმართვაზე
დ) მეცნიერული კვლევების შეფასების კრიტერიუმების დახვეწა ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით

  • თვითშეფასებისათვის შესაფერისი კითხვარის შედგენა, რომელიც შესაბამისობაში იქნება თსუ-ს ხარისხის სამსახურის მიერ შემუშავებულ კითხვართან
  • ფაკულტეტზე თვითშეფასების პროცედურების ჩატარება

ქვეპროგრამის ხელმძღვანელი

პასუხისმგებლობები:

  • ქვეპროგრამის მართვის კომიტეტის თავმჯდომარეობა და შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან
  • მუშაობის კოორდინაცია სწავლების სხვადასხვა დონის ტუტორებს შორის (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე მოდულების ხელმძღვანელებს შორის)
  • მეთვალყურეობა ქვეპროგრამების მიწოდებაზე, მათი შინაარსისა და სწავლის მიზნების მიღწევადობის შემოწმებით
  • ქვეპროგრამის განვითარებისა და აკრედიტაციის პროცესების წარმოჩინება და თავკაცობა სათანადო ინსტანციებში
  • პროგრამის განვითარების ხელშეწყობა და ახალი პროგრამების მომზადება ან პროგრამებში ცვლილებების შეტანა პროგრამის მართვის კომიტეტში წარსადგენად
  • იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეპროგრამის ყველა სპეციფიკაცია პასუხობდეს უნივერსიტეტის მოთხოვნებს

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ხელმძღვანელი, ბიბლიოთეკარი

პასუხისმგებლობები:

  • ხელს უწყობს სასწავლო პროცესში IT-ის გაძლიერებულ გამოყენებას;
  • უზრუნველყოფს პროგრამებს საინფორმაციო რეურსებით, მათ შორის დაბეჭდილი და ელექტრონული სახელმძღვანელოებით, ონ-ლაინ ჟურნალებით;
  • პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მიზნების ჩამოყალიბებაზე.

მოდულის ხელმძღვანელი

აირჩევა იმ სასწავლო პერსონალიდან, რომელიც მოცემულ მოდულში მუშაობს

პასუხისმგებლობები:

  • მოდულის სპეციფიკაციის შემუშავება;
  • მოცემული მოდულის ფარგლებში მომუშავე სხვა პერსონალთან ერთად სათანადო სილაბუსისა და პრაქტიკული ამოცანების მომზადება;
  • უზრუნველყოფა საჭირო ტექნიკური მასალით;
  • მოდულის შეუფერხებელი მოქმედების კონტროლი სემესტრის განმავლობაში ლექციებისა და პრაქტიკული მუშაობის პერიოდული შემოწმებით
  • სტუდენტთა ცოდნის შუალედური და საბოლოო შეფასების რეალური მდგომარეობის კონტროლი და სათანადო ცვლილების შეტანა  სტუდენტებისათვის სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის (დროებითი დასაქმების) ტუტორი: 

პასუხისმგებლობები:

  • განთავსების ახალი შესაძლებლობების მოძიება
  • სტუდენტის მომზადება საწარმოო პრაქტიკის პერიოდისათვის
  • მეთვალყურეობა საწარმოო პრაქტიკის პერიოდში სტუდენტთა მუშაობის პროცესზე;
  • პრაქტიკის აკადემიური შეფასება პროფესიული პრაქტიკის ხელმძღვანელთან (რომელიც დასაქმების ადგილას უშუალოდ კურირებს სტუდენტის მუშაობას) ერთად; 
  • უნივერსიტეტსა და საწარმოებს (სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრებს, აგრარულ და კვების მრეწველობის ორგანიზაციებს და სხვ.) შორის მჭიდრო საპარტნიორო კავშირ-ურთიერთობის დამყარება ამ ორგანიზაციებში პერიოდული ვიზიტებითა და ხშირი კონტაქტების მეშვეობით

სტუდენტების წარმომადგენლობა

ყველა სასწავლო დონის სტუდენტთაგან აირჩევა თითო სტუდენტი – სტუდენტთა წარმომადგენელი პროგრამის მართვის კომიტეტში.

პასუხისმგებლობები:

  • როგორც პროგრამის მართვის კომიტეტის წევრები, ისინი წარმოადგენენ თავისი თანაკურსელების  მოსაზრებებს და თავისი წვლილი შეაქვთ ისეთი საკითხების შემუშავებაში, რომლებიც შეეხება როგორც აკადემიური სწავლის სფეროს, ასევე უნივერსიტეტში სხვა საქმიანობების განვითარებასაც

სასწავლო დონის ტუტორი

სასწავლო დონის ტუტორი აირჩევა იმ აკადემიური პერსონალიდან, რომელიც ჩართულია მოცემულ ქვეპროგრამაში. მისაღებია ტუტორების ყოველწლიური როტაცია და ახალი კანდიდატების არჩევა.

პასუხისმგებლობები:

  • კონტროლი მოცემული სასწავლო დონის ყველა მოდულის შეუფერხებელ მუშაობაზე;
  • მონაწილეობა სასწავლო წლის დაწყებამდე სტუდენტების მოზიდვასა და სტუდენტთა ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესში 
  • მიმდინარე სემესტრში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოდულის ხელმძღვანელთან მუდმივი კონტაქტი და სასწავლო პროცესის ზოგადი მდგომარეობის კონტროლი
  • მეცადინეობების ოპტიმალური განრიგის შემუშავება
  • საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების (ტექნიკური უზრუნველყოფა, სასწავლო განრიგის გადასინჯვა, ლექტორების ან ტექ-პერსონალის ჩანაცვლება) მიღება სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის მიზნით
  • საბოლოო შედეგების განხილვა და შემაჯამებელი დასკვნითი შეხვედრის ჩატარება ყველა მოდულის ხელმძღვანელის მონაწილეობით.

<< უკან დაბრუნება