ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი
დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (DIT) ერთერთი უდიდესი და მრავალმხრივი “მესამე-დონის” ინსტიტუტია ირლანდიაში, სადაც მდიდარი გამოცდილება და შესაძლებლობები შერწყმულია ადამიანურ რესურსებთან და ქალაქ დუბლინის უმშვენიერეს ხედებთან.
თავისი არსებობის ასოცწლიანი ისტორიის ფონზე დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აღიარებულია როგორც უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების პიონერი. ინსტიტუტმა თავი დაიმკვიდრა როგორც ყველაზე პოპულარულმა საგანმანათლებლო ერთეულმა ქვეყანაში. ამ წარმატების მიზეზად სახელდება საუკეთესო სტუდენტური მხარდაჭერის საშუალებები, აქტიური სწავლების მეთოდები, დინამიური სასწავლო კურსები და შესაბამისი პროფესიონალიზმით განმტკიცებული აკადემიური სრულყოფისადმი სწრაფვის ტრადიცია.
ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს 300-მდე პროგრამას სწავლების სხვადასხვა დონეზე და მოიცავს პროგრამების ფართო სპექტრს სტუდენტების ინტერესების შესაბამისად არქიტექტურიდან ტურიზმისა და ტელეკო¬მუნიკაციების ჩათვლით. დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სტუდენტებს დამატებით სთავაზობს სპეციალიზებული პროგრამების არჩევანს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია სწრაფად ცვალებად მსოფლიო მოთხოვნილებებთან. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროგრამები უნიკალურია და შემუშავებულია დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტისათვის.
საბაზრო მოთხოვნილებების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად დუბლინის ტექნოლოგი¬ური ინსტიტუტი მუდმივად ავითარებს და ამკვიდრებს ახალ პროგრამებს და საინტერესო ინიციატი¬ვებს. მაგალითად, საბაკალავრო პროგრამები ტრანსპორტის, ფარმაცევტული და საკვების ტექნოლოგიის სპეციალობებით. ასევე ახლადდამკვიდრებულ პროგრამებს მიეკუთვნება საბაკალავრო პროგრა¬მა ბიზნესის მენეჯმენტში, ბუღალტერიასა და ფინანსებში. უკანასკნელ წლებში შესაძლებელი გახდა ხარისხის მიღება მეღვინეობის განხრით - სპეციალიზაციით “ღვინოები და ენოლოგია”, როგორც კულინარიუ¬ლი ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.
სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლებისა და სრულყოფის პარალელურად დუბლინის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა სახელი გაითქვა სწავლებისა და დასწავლის მეთოდებისადმი პრაქტიკული მიდგომებით. წარმოებასთან დამყარებული რეგულარული კავშირების საფუძველზე ინსტიტუტში სწავლების პროცესი აწყობილია მსოფლიო ტენდენციებზე და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. სწავლების პროცესი მუდმივად თანხვედრაშია დასაქმების ბაზრის ტენდენციებთან და წახალისებას უკეთებს ინდუსტრიული პარტნიორების მონაწილეობას სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში.
დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროგრამები დასაქმებაზეა ორიენტირებულია და ინსტიტუტში არსებული კარიერის (დასაქმების) სერვისი აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტებთან სწავლის დაწყების მომენტი¬დან. სწორედ ასეთი სისტემის წყალობით დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები პროგრამის დასრულებისთანავე საქმდებიან. ამ თვალსაზრისით, დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოზე მაღალია.



geo





