ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი
დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი (UWE) თანამედროვე, მზარდი უნივერსიტეტია, რომელიც განთავსებულია ქალაქ ბრისტოლის უმშვენიერესი ნავთსაყუდელის გასწვრივ. UWE ბრისტოლი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტია 30,000 სტუდენტური და 3,000 თანამშრომლის კონტიგენტით და წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში უმაღლესი განათლების უმსხვილეს პროვაიდერს. სტუდენტური კონტიგენტი მოიცავს სტუდენტებს გაერთიანებული სამეფოს ყველა ნაწილიდან და ასევე, უცხოელი სტუდენტების მნიშვნელოვან და მზარდ რაოდენობას მსოფლოოს 50 ქვეყნიდან.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 600-ზე მეტი დასახელების სასწავლო კურსს საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების, ასევე, პროფესიული და ხანმოკლე კურსების ფარგლებში, და შესაბამისად, კვალიფიცირდება მაღალი რეიტინგით სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში. უნივერსიტეტის აქტიური პოლიტიკა ძირითადად მიმართულია დამსაქმებლებთან პარტნიორობასა და მათთან კავშირებზე, ასევე, უნივერსიტეტში დანერგილი უნიკალური “კურს-დამამთავრებელთა განვითარების პროგრამა” (GDP) ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და სტუდენტებს აძლევს ნამდვილი საერთაშორისო გამოცდილების მიღების და იმ უნარჩვევების განვითარების საშუალებას, რომელიც მათ სჭირდებათ არჩეული კარიერის წარმატებით დასრულებისათვის.
უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დამსაქმებლებთან და პროფესიონალებთან სასწავლო კურსების შინაარსისა და გადმოცემის ფორმაზე. მრავალი კურსის ჩასატარებლად ლექტორები მოწვეულნი არიან წარმოებებიდან, სასწავლო პრაქტიკის ადგილებიდან. პრაქტიკული კლასებში და საწარმოო პრაქტიკებზე ყურადღება გამახვილებულია გუნდურ მუშაობაზე, პროექტების წარმოდგენასა და პრეზენტაციის უნარებზე.
ფაქტები და მიღწევები
დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი
- წარმოადგენს უმაღლესი განათლების უმსხვილეს პროვაიდერს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში.
- სთავაზობს 600-ზე მეტი დასახელების სასწავლო კურსს საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების და ხანმოკლე კურსების ფარგლებში.
- სიდიდით მესამე უნივერსიტეტია გაერთიანებულ სამეფოში.
- გააჩნია ურყევი რეპუტაცია მსოფლიო უმაღლესი განათლების ბაზარზე.
- ყოველწლიურად სთავაზობს £100,000 სტიპენდიებს უცხოელი სტუდენტებისათვის.
- აბანდებს £300 მილიონს სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესებაში.
- აღიარებულია წამყვან უნივერსიტეტად წარმატებული სამეცნიერო განაცხადების მიხედვით.
- 3,400 ზე მეტი ერთობლივი პროექტი 1,125 ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
- უნიკალური “კურს-დამამთავრებელთა განვითარების პროგრამა”, რაც აუმჯობესებს სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობებს.
- მრავალი მიღებული ჯილდო სხვადასხვა საზოგადოებრივ, სპორტულ თუ კულტურული სახის აქტივობებში.



geo





