ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

ნორჩ ბიოლოგთა სკოლა


ბიომეცნიერებათა პოპულარიზაციის მიზნით, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში  გაიხსნა და ამჟამად წარმატებით ფუნქციონირებს რომელშიც გაერთიანებული არიან თბილისისა და დედაქალაქის მიმდებარე რეგიონების სკოლების საშუალო და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. მათ რეგულარულად (ყოველკვირეულად) ეკითხებათ ლექციები თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე და უტარდებათ ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები.

ბიოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა შორის არიან ახალი საბაკალვრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრებიც, ყურადღებას ამახვილებენ ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით ასპექტებზე, რაც თანაბრად ეხება როგორც ჯანდაცვის სფეროს, ისე აგრარულ სექტორსა და კვების ბიოტექნოლოგიას. “ნორჩ ბიოლოგთა სკოლა” დიდი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებში და უკვე რამდენიმე ათეულ მოსწავლეს აერთიანებს. სკოლის რამდენიმე წევრი წელს უკვე გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტი გახდა.