ახალი საბაკალავრო პროგრამა
"გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია"

 

შეხვედრები მომავალ დამსაქმებლებთანაჭარა, გურია, აგვისტო 2009


2009 წლის აგვისტოში ტემპუსის სამუშაო ჯგუფი მივლინებული იქნა აჭარისა და გურიის რეგიონში.  ვიზიტი ითვალისწინებდა რეგიონში არსებული სათანადო პროფილის ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისათვის პროგრამის გაცნობას პარტნიორი დაწესებულებების – სტუდენტათვის დროებითი (პროფესიული პრაქტიკის) თუ მუდმივი დასაქმების ადგილის შერჩევისა და პოტენციურ დამსაქმებლებთან პარტნიორული კავშირურთიერთობების დამყარების მიზნით.

თსუ ტემპუსის სამუშაო ჯგუფის წევრები შეხვდნენ აჭარის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორს, მინდია ნაკაშიძეს; ქალაქის 1-ლი კლინიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ქეთევან ხუხუნაიშვილს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, დავით ფირცხალაიშვილს; ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, მარინა ჩხაიძეს; ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორს, თემურ რევიშვილს. ახალი საბაკალავრო პროგრამამ ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციათა ხელმძღვენელების მოწონება დაიმსახურა. მათ გამოთქვეს მზაობა თსუ-სთან თანამშრომლობაზე ახალი პროგრამის ფარგლებში. შეთანხმებულ იქნა იმ სამსახურების და კვლევითი ლაბორატორიების სია, სადაც სტუდენტებს შეუქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული პრაქტიკის გასავლელად, გამოუყოფენ ხელმძღვანელს ორგანიზაციების შტატის წარმომადგენელთაგან, რომელიც გაუძღვება და შეაფასებს სტუდენტის მუშაობას. მხარეები შეთანხმდნენ მემორანდუმების და სხვა სახის ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი სასწავლებლების კიდევ უფრო დაახლოვებას ინდუსტრიასთან, სტუდენტთათვის  პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც მომავალში, სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, მათი დასაქმების ერთგვარი გარანტი იქნება.