ახალი საბაკალავრო პროგრამა |
![]() |
პროექტის შესახებ
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შექმნის იდეას საფუძვლად დაედო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრასა და დასავალეთ ინგლისის უნივერსიტეტის (ქ. ბრისტოლი) გამოყენებითი ბიოლოგიის ფაკულტეტს შორის თითქმის 25 წლიანი ურთიერთანამშრმლობის ისტორია. პროფესორ ბორის ლომსაძისა და პროფესორ ჰენრი პარის უშუალო ძალისხმევის შედეგად საფუძველი ჩაეყარა ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას: სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, სამეცნიორო სტაჟირებებს და ერთობლივი კვლევებს. 2006 წლიდან ეს ურთიერთობა ახალი ძალით განახლდა: TEMPUS პროექტის “ახალი კურიკულუმის დანერგვა გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგში” ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა ახალი საბაკალავრო პროგრამა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2007 წლის 1 სექტემბერს და სრულდება 2010 წლის თებერვალში.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელშიც თბილისის სახ. უნივერსიტეტის (კოორდინატორი) და დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (გრანტის მიმღები) გარდა მონაწილეობს ევროპის კიდევ ორი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი – დუბლინის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ირლანდია) და სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი). პროექტის სამუშაო ჯგუფში გაერთიანებული არიან ოთხივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად განსაზღვრა თსუ რექტორის პროფ. გ. ხუბუას და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფ. რ. ბოჭორიშვილის აქტიურმა მხარდაჭერამ. თბილისის სახ. უნივერსიტეტმა ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ პროგრამა წარმატებით წარიმართოს.
ამჟამად პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია: შექმნილია პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი, გაწერილია სწავლების მოდულური სქემა, განსაზღვრულია პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგია, განახლებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: შეძენელია კომპიუტერული ტექნიკა და თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა. პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.
2009/2010 სასწავლო წლიდან ახალი საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ სრულად იწყებს ფუნქციონირებას.
პროექტის შედეგები მიღწეული იქნა კონსორციუმის წევრებს შორის ინტენსიური სამუშაო შეხვედრების შედეგად. 2 წლის განმალობაში გაიმართა 5 სამუშაო შეხვედრა: თბილისში, ბრისტოლში, დუბლინსა და სალონიკში. დამატებით სისტემატურად იმართება ვიდეო კონფერენციები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები პროექტის მიმდინარე საკითხების ირგვლივ.
პროექტის ფარგლებში თბილისის სახ. უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ტრენინგი ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში. ისინი გაეცნენ სასწავლო პროგრამების სტრუქტურასა და სწავლების მიმდინარეობას, შედგა შეხვედრები ხარისხის უზრუნველყოფისა და დასაქმების სამსახურების წარმომადგენლებთან, აკადემიურ პერსონალთან, მოდულის ლიდერებთან, ტუტორებთან.
პროექტის შედეგების სრული და საბოლოო პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, 2010 წლის იანვარში კონსორციუმის ყველა წევრის მონაწილეობით.


geo





